fbpx

ვინ შეცვლის მაიკ პომპეოს

ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის დასახელებას გეგმავს.

ბლინკენი  ბარაკ ობამას პრეზიდენტობისა და ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ენტონი ბლინკენი

ამასთან, იგი ცენტრალურ როლს თამაშობდა ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დიდ ნაწილში. მათ შორის, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრისას აშშ-ის რეაგირების საკითხებსა და ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

, ჯო ბაიდენი ოფიციალურად თავისი კაბინეტის შემადგენლობის ნაწილს 24 ნოემბერს გამოაცხადებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება

გაუზიარე!

Shares