ლევან ჟორჟოლიანი – უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობების გაცემის დადებითობის მაჩვენებელი  95%-ია, რაც ხაზს უსვამს მთავრობის დამოკიდებულებას ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, თუკი რომელიმე პროექტი პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერად თანხების ხარჯვას, მთავრობას ვერ ექნება დადებითი პოზიცია

ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობებს გასცემს საქართველოს მთავრობა, რომელსაც სწავლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. 

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, დადებითობის მაჩვენებელი არის 95%, რომელიც ხაზს უსვამს მთავრობის დამოკიდებულებას ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. 

„თუკი რომელიმე პროექტი არ შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს, ან თუ ის პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერად თანხების ხარჯვას, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ვერ ექნება დადებითი პოზიცია“, –  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება