ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“თვეში 15 ათასი “სულ რაღაც” არის?!
თან, არც აზუსტებს, ეს 15 ათასი ლარია, დოლარია, რუბლია თუ ფუნტი სტერლინგი!
თვეში 15 ათასი წელიწადში 180 ათასია!
კიდევ ძვირად გაუყიდიათ, – მაგდენიც არ ღირს”!წერს ბონდო მძინარაშვილი.
შეგახსენებთ, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში”მიხეილ სააკაშვილი თვეში 15000ად გაყიდეს.