fbpx

გია ცაგარეიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ესენი არიან ახალგაზრდა კომკავშირელები ან დაძველებული ჩეკისტები ტყავის ქურთუკით შემოსილები, სულით გაყიდული ადამიანები, რომლებიც კეზერაშვილის რიგში ხელგამოწვდილები დგანან

ესენი არიან ნეობოლშევიკები, ადამიანები, რომლებიც ერთი საუკუნით მერე გაჩნდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი დაუნდობლად ებრძვიან არა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, არამედ თავის ქვეყანას.

„ზღვარია აქ გადალახული. ეს აღარ არის პოლიტიკური ბრძოლა. ეს არის ბრძოლა სამშობლოს წინააღმდეგ. ესენი არიან ნეობოლშევიკები, ადამიანები, რომლებიც ერთი საუკუნით მერე გაჩნდნენ, თორემ სერგო ორჯონიკიძის, ბუდუ მდივნის, მამია ორახელაშვილის, მიხა ცხაკაიას, ფილიპე მახარაძის თანამებრძოლები არიან სულით, გულით, შეგნებითა და არსით. აი, ესენი არიან! ახალგაზრდა კომკავშირელები ან დაძველებული ჩეკისტები ტყავის ქურთუკებში შემოსილები, ჩამოყალიბებული შმონძერები, სულით გაყიდული ადამიანები, რომლებიც ყიდიან ყველაფერს ფულის გამო და კეზერაშვილის რიგში ხელგამოწვდილები დგანან, რომ როგორმე იქნებ ვინმეს, ორი გროში გადმოუგდოს, რათა სული კარგად გაყიდონ და საკუთარი სამშობლოც მიყიდონ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მან გააკრიტიკა ელენე ხოშტარია, რომელიც კიევში იმყოფება, რათა ცაგარეიშვილის თქმით, „თავის ქვეყანას სანქციები დაუწესოს“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება