fbpx

კეზერაშვილს ლევან ხაბეიშვილი მასხარად ჰყავს დაქირავებული

ერთი კაცი, ის ჯიგარი ევროპელებს რომ ძარცვავს [კეზერაშვილი], იქიდან დირიჟორობს და ჩვეულებრივ მასხარად ჰყავს დაქირავებული ჩემი „ხაბე“. რაღაც შტერობებს აკეთებინებს, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ​„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე განაცხადა.

ზარქუას თქმით, დავით კეზერაშვილს ლევან ხაბეიშვილი მასხარად ჰყავს დაქირავებული.

„მტრისას – ასე იტყვიან ხოლმე ჩვენთან იმაზე, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩვეულებრივი ბარდაგია. ბატონ გუბაზს [სანიკიძეს] უყვარს ეს სიტყვა. ვინ – ვისთან, ვინ – როგორ, რატომ, რანაირად, სად მიდიოდა [გაუგებარია]. ერთი კაცი, ის ჯიგარი ევროპელებს რომ ძარცვავს [კეზერაშვილი], იქიდან დირიჟორობს და ჩვეულებრივ მასხარად ჰყავს დაქირავებული ჩემი „ხაბე“. რაღაც შტერობებს აკეთებინებს. გაკოტრებულ, მწვალებელთა პარტიას [„ნაციონალური მოძრაობა“] ჩაუყენეს „ხაბე“. რა უნდა ქნას ახლა, რეიტინგი არ აქვს პარტიას „ხაბე“ ხომ არ აამოძრავებდა?!“ – აღნიშნა ზარქუამ.

ვიდრე მელია – ხაბეიშვილის დაპირისპირების ფინალი გაირკვევა, მანამდე ორად გაყოფილ პარტიაში ვითარება კიდევ უფრო მწვავდება. ირკვევა, რომ ყოფილი თავმჯდომარე ერთადერთი არ არის, რომელსაც ხაბეიშვილის მმართველობა არ მოსწონს. ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან წასვლას, ამჯერად უკვე გიორგი მუმლაძე ითხოვს, ის მოქმედ თავმჯდომარეს ღიად დაუპირისპირდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება