fbpx

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ უკვე დამდგარია თავის გზაზე, რომელსაც ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე მიჰყავს

ძალიან კარგია, რომ თავადაც აღიარეს ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ასევე დიდი ხანია „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი ჩამოსცდა 20%-ს. ეს ვარდნა განპირობებულია მათი რეალური სახის კიდევ უფრო მეტად გამოჩენით საზოგადოების წინაშე, რაც ბოლო პერიოდში ხდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ნელ-ნელა, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ თავის გზაზე, რომელსაც ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე მიჰყავს, უკვე დამდგარია და წარმატებებს ვუსურვებთ მხოლოდ ამ გზაზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება