fbpx

მამუკა მდინარაძე: „გარუსების გეგმა“ აბსოლუტურად ჩავარდნილია, მიაქანებთ რუსეთისკენო გვეუბნებიან და ამ დროს ხალხი ფიქრობს, რუსეთის გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „გარუსების გეგმა“ ჩავარდა და ხელისუფლებას ოპოზიციის მიმართ მხოლოდ ის მოწოდება აქვს, რომ ხელი არ შეუშალოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად პრიორიტეტების შესრულებაში.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მხარდამჭერებიც დააბნია მათმა გეგმამ, რადგან საქართველო ევროკავშირის წევრობის გზაზე ახალ ეტაპზე გადავიდა.

„[ოპოზიცია] დაიქირავებენ ლობისტებს, ისევ რაღაც საბოტაჟის რეჟიმში იქნებიან, ეს არის ძალიან სამწუხარო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათი გეგმა ჩავარდა – ეს პიარული გარუსების გეგმა ხელისუფლების და ხალხის, საზოგადოების არჩევანის. „მიაქანებთ რუსეთისკენ ქვეყანას“ და ამ დროს შემდეგ ეტაპზე გადავდივართ ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის გზაზე. ასოცირების ხელშეკრულებიდან დაწყებული, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. აგერ მოვედით კანდიდატის სტატუსამდე. მიაქანებთ რუსეთისკენო გვეუბნებიან და ამ დროს ხალხი ფიქრობს, რუსეთის გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო. ვეღარ ხვდებიან უკვე რაშია საქმე. მათი მომხრეებიც ძალიან დაბნეულები არიან. „გარუსების გეგმა“ აბსოლუტურად ჩავარდნილია, გაცვეთილი, უკაცრავად და გოიმური და მდაბიო მესიჯია და ამ დროს მათგან [ოპოზიციისგან] პოზიტიური მოლოდინი ვერ იქნება. როგორც მინიმუმ, იქნებ ხელი მაინც არ შეგვიშალონ – ამაში მდგომარეობს ჩვენი მოწოდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება