fbpx

კეზერაშვილის დავალებით ტვ “ფორმულა”-ს მხრიდან თამაზ თამაზაშვილის თემა გაააქტიურეს-თამთა მეგრელიშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს სამინისტროში თანხების გაფლანგვაზე დაწყებულ გამოძიებას ტვ “ფორმულა”-ს დამფინანსებელი კეზერაშვილი შეეწირა, ის კანონდარღვევაში ამხილეს და მიუსაჯეს.

დუმილზე შეთანხმების მიუხედავად,  სააკაშვილის ჩამოყვანის ორგანიზატორად დაკავებულებმა გია ლორთქიფანიძე მაინც დაასახელეს, რითაც მის თავისუფლებას სერიოზული საფრთხე შეუქმნეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ” ნაციონალურმა მოძრაობამ”, ლორთქიფანიძემ და კეზერაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ერთიანი მოქმედება დაიწყეს.
გია ლორთქიფანიძის პირადი აგენტი, კოტე ციხისთავი, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დავალების შესრულებას თამაზ თამაზაშვილის დისკრედიტაციით ცდილობს.

კოტე ციხისთავი არის აგენტი, რომლის მიერ გია ლორთქიფანიძის სურვილით დაიდგა გია ლორთქიფანიძისვე აფეთქების სცენარი. საქმე შსს-მ გაშიფრა და გამოარკვია, რომ გია ლორთქიფანიძემ აგენტ ციხისთავს თავად დაადებინა ასაფეთქებელი ცრუ განგაშისთვის.

ამ საკითხის გამოძიებისას პროკურატურამ საქმიდან გამომდინარე ყველა პირი გამოკითხა, მათ შორის ციხისთავი, ასევე თამაზ თამაზაშვილის ირგვლივ ხელოვნურად გაჩენილ ყველა კითხვას პასუხი გასცა.

კეზერაშვილის დავალებით ტვ “ფორმულა”-ს მხრიდან თამაზ თამაზაშვილის თემა გაააქტიურეს. თუმცა მცდელობა, მოახდინონ თამაზ თამაზაშვილის დისკრედიტაცია უშედეგოა, რადგან მათთვის ისევ მათივე ბინძური საქმეების შეხსენება გვიწევს.”- წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება