fbpx

დუშეთში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებთან და
აღსაზრდელების მშობლებთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა
გაიმართა

დუშეთში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებთან და
აღსაზრდელების მშობლებთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა
გაიმართა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან
დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით,
მოსახლეობასთან შეხვედრები  გრძელდება.
ამჯერად, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის
მუნიციპალიტეტის მერთან მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან ერთად,
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ქალაქ დუშეთში, სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულების თანამშრომლებთან და აღსაზრდელების მშობლებთან გამართა.
შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა
განსაკუთრებული ყურადღება აცრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს, შეკრებილ
საზოგადოებას ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამების შესახებ დეტალური
ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
“შეხვედრის ფარგლებში იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა
საკითხზე ვისაუბრეთ. მათ შორის კიდევ ერთხელ განვმარტეთ საკოორდინაციო
საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-
საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის
განმავლობაშიც გაგრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები კი ე.წ. ბუსტერ
დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.
გარდა ამისა, აღვნიშნეთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბავშვო
ბაღებში მაქსიმალურად ყველა იყოს აცრილი, როგორც მომუშავე პერსონალი,
ასევე, მშობლები. ყოველივე ეს საჭიროა, რათა დავიცვათ ჩვენი ბავშვების
ჯანმრთელობა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს და ხელი შევუწყოთ
ქვეყნის მომავალ განვითარებას,” – განაცხადა დავით ნოზაძემ.
ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას, მხარის სახელმწიფო
რწმუნებულთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ასევე,
ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური, მოადგილე ოთარ
ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და მერის წარმომადგენელი
დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილი. მათ მოსახლეობას
იმუნიზაციის პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ
მოუწოდეს.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება