fbpx

ჭკუა, ხომ უნდა გქონდეს დისკრედიტირებული აგენტის ციხისთავის გამოყენებაზე იფიქრო ამ თავიდანვე წაგებულ ბინძურ თამაშში?!-ლევან ნიკლეიშვილი

თუ კარგად დავაკვირდებით სიტუაციას ქართულ პოლიტიკურ ველზე, მივხვდებით, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა: ოპოზიციისა, მათ ფლაგმანის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ბელად სააკაშვილის არა ერთგზის მცდელობები, ნებისმიერი გზით ხელისუფლების შეცვლისა, ასევე არაერთხელ ჩაფლავდა. ამ „სანუკვარი“ მიზნის მისაღწევად, სტრატეგიას თითქოს და ვერ დაუწუნებს კაცი, მაგრამ ტაქტიკა აშკარად ვერ უძლებს კრიტიკას. ასევე აღსანიშნავია, მათი სცენარის დაგეგმვა-აღსრულების დროს, მონაწილე პერსონაჟების საკმაოდ დაბალი რეიტინგი და ხალხში არაპოპულარობა-ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა, იმის დამსახურებაა, რომ ეს ადამიანები არაერთხელ არიან შემჩნეული ტყუილების, ფეიკების, დეზინფორმაციის თუ პანიკის გავრცელებაში, რაც ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და სადაც ან ყველამ, ყველაფერი იცის და ან ძალიან მალე გებულობს, თავიდანვე მარცხისთვისაა განწირული. მაგალითისთვის ავიღოთ, დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის სურათიც: მას შემდეგ, რაც ვერ „არჩევნები გაყალბდას“, ძახილმა, ვერც უცხოური ლობისტების განცხადებებმა, ვერც დაანონსებულმა ფართომასშტაბიანმა და სინამდვილეში 20/30 კაცამდე დასულმა აქციებმა, ვერც ოპო-ტელე-ჟურნალისტების მუქარამ „სანამ ხელისუფლებას არ დავამხობთ ქუჩიდან სტუდებში არ დავბრუნდებითო“-არ უშველა, ბოლო ლურსმნის ჩაჭედება უკვე საააკაშვილის ჯერ საქართველოში სამარცხვინო შემოპარვა, მერე მისი „შიმშილობა“, ფსიქიური და ჯანმრთელობის მდგომარეობით მოსახლეობის დაშინება გამოდგადა. კვლავ უაზრო შედეგი!გადაწყვიტეს მცირე მასშტაბიანი, მათი აზრით კი სერიოზული კბენებით დაკავდნენ. დამარცხებული რადიკალური ძალები, თვალს ვერ უსწორებენ რეალობას და ხალხში დისკრედიტაციის მიზნით, მაინც ვერ ეშვებიან ბინძური კამპანიის აგორებას ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენელის მიმართ, მნიშვნელობა არაა აქვს თვითონ პიროვნება იქნება თუ მისი ოჯახის წევრი, თუნდაც არასრულწლოვანი შვილები. ახლა იმის გახსენება, რომ თურმე რაღაც ეჭვები აქვთ თამაზ თამაზაშვილის წინააღმდეგ ძალიან უბადრუკი მცდელობაა და მეტი არაფერი,ეს ყველაფერი ძალიან მარტივად იკითხება და იშიფრება: • რატომ გაახსენდათ თამაზ თამაზაშვილი? • იმიტომ, რომ პრემიერის სიმამრია, და თუ ღარიბაშვილს პირდაპირ ვერ ვერევით იქნებ ასე მაინც მივაყენოთ ზიანიო; • ეს ადამიანი საქართველოშია და არასოდეს გაურბის კითხვებს, და პრობლემა რაშია? • ჭკუა, ხომ უნდა გქონდეს დისკრედიტირებული და ნასამართლევი აგენტი ვინმე ციხისთავი გამოყენებაზე იფიქრო ამ თავიდანვე წაგებულ ბინძურ თამაშში?! • ციხისთავი გია ლორთქიფანიძის აგენტია, სწორედ იმის სააკაშვილის ჩამოყვანის საქმეზე დაკავებულებმა, რომ ხელი დაადეს, როგორც ორგანიზატორებმა, ეს რგოლიც ამ ბინძურ ჯაჭვში სერიოზულ ეჭვებს ბადებს; • გიორგი სანაიას მკვლელობა გამოიძიება ნაცმოძრაობისთვის არავის დაუშლია, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მით უმეტეს თუ იმასაც გავიხსენებთ, მათი, თავის დროზე ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი დამხმარე რგოლი ესეც გახლდათ! დავაკვირდეთ რეალურად რა სურათი იკვეთება: • ოპოზიციის უმეტესობა განულებულია, როგორც გუბაზ სანიკიძემ ბრძანა, ანუ ზერო-აო, როგორც ჩაეკითხა ინგა გრიგოლია; • ბელადი სააკაშვილი ციხეშია, ვერც ამნისტიით და ვერც აფერისტობით გარეთ ვერ გამოდის, ციხის შტურმით აღება ამათ არ შეუძლიათ; • აქციები საქართველოში, უკვე ძალიან არა პოპულარულია, მით უმეტეს თუ რადიკალები აანონსებ-ატარებენ, ხალხს არც უყვართ და არც ენდობიან; • თუნდაც, ბოლოდროინდელი უკრაინის რეზოლუციაზე, მათ დამოკიდებულება, გავიხსენოთ-არიქა რუსეთს დედა ვაგინოთ, ისეთ უსუსური გამოდგა თვითონაც ჩაიქნიეს ხელი; • თვითონ ოპოზიციაში იმდენად ეზიზღებათ ერთმანეთი, რაიმე სახის ერთობაზე, თუნდაც „ფანჩატურულზე“, ლაპარაკიც კი ზედმეტია; • ახლა, სავარაუდოდ რუსეთ-უკრაინის ომს ელოდებიან, იქნებ იქიდან გამოადნონ რამე.რა რჩებათ, ისევ და ისევ მთავარ-ფორმულა-ტვ პირველ პარტიული ტელევიზიები, თავისი ფიკებით და დეზინფორმაციებით, გადაცემებში ურეიტინგო პოლიტიკოსები, ან ცნობილი, მაგრამ ხალხში არაპოპულარული სახეების მიყვანით, მუქარები-ოხვრით და ოხრობის გაკეთების უსუსური მცდელობებით, რომელიც უკვე არც გამოდის და უფრო და უფრო, ამაზრზენ ხასიათს იძენს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება