fbpx

კახა კახიშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: თუ იქნება რამე შესაცვლელი, რაც პრინციპულად მიუღებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ამისთვისაც მზად იქნება კომიტეტიც და პარლამენტიც

„ხალხის ძალის“ კანონპროექტი ინიცირებულია და ჯერ განხილვებიც არ დაწყებულა. ზუსტად ამას ითვალიწინებს რეგულაციები, რომ განხილვების შედეგად, ყველას ექნება შესაძლებლობა კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქვას თავისი მოსაზრება, შეიტანოს ცვლილებები და ა.შ. , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მე რამდენადაც ვიცი, დარეგისტრირდა კიდევ ახალი კანონპროექტი, რომელიც თავიდან ბოლომდე ამერიკული მოდელის თარგმანია. ინიცირებიდან მიღებამდე ძალიან დიდი პროცედურაა. შესაბამისად, მათ შორის არასამთავრობობს, ადამიანებს, ვისაც ეს საკითხი აწუხებთ, ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტებში მიიღონ კითხვები. თუ იქნება რამე შესაცვლელი, რაც პრინციპულად მიუღებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ამისთვისაც მზად იქნება კომიტეტიც და პარლამენტიც“, – განაცხადა კახიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება