fbpx

რეგიონში ნებისმიერი პარამეტრით ლიდერი ქვეყანა ვართ, არა მხოლოდ რეგიონში, ბევრი პარამეტრით ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც ვუსწრებთ


რეგიონში ნებისმიერი პარამეტრით ლიდერი ქვეყანა ვართ, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც მოწინავე ქვეყნებში ვართ და მეტსაც გეტყვით, ბევრი პარამეტრით ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც ვუსწრებთ. ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ და რომელზეც არის მოთხოვნა თუნდაც იმ 12 პუნქტში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანასაც არ აქვს ჩატარებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს კანდიდატის სტატუსის მიცემა არ უნდა პოლიტიკური მოსაზრებების გამო, საბაბს მოძებნიან.

„დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ესენი სპეციალურად აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსიო. ვისაც ისინი გულისხმობენ, სწორედ მათ უზრუნველყვეს იმ 12 პუნქტის შესრულება ძალიან მოკლე დროში, იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუ ვინმეს კანდიდატის სტატუსის მიცემა არ უნდა პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მიუხედავად არსებული დასკვნების, შეფასებებისა და განცხადებების, ყოველთვის მოძებნიან საბაბს.

როდესაც მაგალითად, ბატონი მაკრონი საუბრობდა, რომ მოლდოვაში საფრთხეაო, საქართველოში საფრთხე არ არის? საქართველოში რომ საფრთხეა, ასეთი საფრთხე მოლდოვაში საიდან არის? 20 პროცენტია ოკუპირებული და თბილისიდან 35-30 კილომეტრშია რუსის ჯარი დგას და ჩვენთან არ არის საფრთხე და მოლდოვაშია საფრთხე? მაგრამ ეს იყო საჭირო კონკრეტულად იმ მომენტისთვის, რომ ის ორი ქვეყანა ყოფილიყო კანდიდატი. იმიტომ რომ საქართველო ტერიტორიულად სხვაგანაა და იმ ქვეყნებს ჰყავთ ლობისტები. გაბედონ იგივე ევროპარლამენტარებმა, აქ დიდ გულზე რომ არიან და ან უკრაინასთან დაკავშირებით თქვან რამე, ან მოლდოვასთან დაკავშირებით. ომთან დაკავშირებით გასაგებია, ზოგადად ვიძახი, ასეთი მკვეთრი განცხადებებით არ გამოირჩეოდნენ ომამდე არც უკრაინისა და არც მოლდოვას წინააღმდეგ. იმიტომ რომ ლობისტები ჰყავთ, გეოგრაფიულად ფაქტობრივად ევროპაში არიან. პოლონეთი ლობირებს უკრაინელებს, მოლდოვას ლობირებს რუმინეთი. მოლდოვის მოსახლეობის 80%-ს რუმინული პასპორტი აქვს, იქ ვერ ბედავენ და ნახეს ახლა განტევების ვაცი საქართველო. ვისაც ტრიბუნა მოენატრება და თავის ქვეყანაში ტელევიზიაში საერთოდ არ არის ნამყოფი, ისე ლაპარაკობს, თითქოს ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციას წარმოადგენენ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება