fbpx

იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს?-ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მისთვის უცნობია, რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს გრიგოლ ვაშაძე.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე “რუსთავი2”-ზე. ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას, ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით?

ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო “რუსთავი2”-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული, ის ლიდერი კი – საჯაროდ ჯვარცმული”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული მისი განცხადება, ოპოზიციონერმა ლიდერმა უპასუხა, რომ „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო.

„დეტალებში არ მინდა შესვლა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუმცა განაცხადა, რომ „ამ ადამიანებს საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ“.

რაც შეეხება ვადებს, თუ როდის, უნდა შემდგარიყო დიალოგი, ვაშაძე ამბობს: „დავკარგეთ ეს დრო, ჩაიშალა“.

გაუზიარე!

Shares