fbpx

ვაშაძის საუბარი სრულიად აცდენილია იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც აქ ჩვენს ოფისში წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას ,,-საბა ბუაძე

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელო საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, საბა ბუაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ხელისუფლებას მოუწოდა, შერეული განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

„ხელისუფლებისგან ველოდებით, რომ შერეული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ერთის მხრივ ამბობენ, რომ დიალოგისთვის არიან მზად და მეორეს მხრივ, დამცინავი და დესტრუქციული განცხადებით გამოდიან. დიალოგის მიმართ სულისკვეთება თუ არსებობს, ჩვენ უნდა დავინახოთ არა ერთი კონკრეტული პირის მხრიდან, არამედ „ქართული ოცნების“ მთელი სპექტრიდან“,- განაცხადა საბა ბუაძემ.

„ლელოს“ წევრმა გრიგოლ ვაშაძის განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები დიალოგზე, სრულიად აცდენილია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების იმ განცხადებებს, რომლებიც კონსულტაციისთვის „ლელოს“ ოფისში იკრიბებიან.

„მე არ ვიცი რომელ დიალოგზე საუბრობს ვაშაძე. ჩვენ აქ ვიკრიბებით და განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს. არანაირ დიალოგთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არ გვქონია საუბარი, ამიტომ ბატონი ვაშაძის საუბარი სრულიად არის აცდენილი იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც აქ ჩვენს ოფისში წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რომლებიც პარტიის სახელით მონაწილეობენ ამ კონსულტაციებში“,- განაცხადა საბა ბუაძემ.

გაუზიარე!

Shares