fbpx

სკანდალური აუდიოჩანაწერი, ბურდული ფულის სანაცვლოდ ცესკოს თანამშრომლს სამსახურის დატოვებას სთავაზობს

საინფორმაციო სააგენტო „კვირა“ ავრცელებს, ფარულ აუდიო ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ ასახულია ცესკოდან რამდენიმე დღის წინ დემარშით წამოსული თანამშრომლის, ივანე ბურდულის საუბარი, მის აწ უკვე ყოფილ თანამშრომელთან.

„კვირა“ წერს, რომ ჩანაწერი მას მესამე პირმა მიაწოდა. აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ივანე ბურდული, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარია, ცესკოს თანამშრომელ ქალს ქრთამის სანაცვლოდ სამსახურიდან მის მსგავსად დემარშით წამოსვლას სთავაზობს.

ჩანაწერის მიხედვით, ივანე ბურდული ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს ხატია ფერსაშვილს ესაუბრება და დიდი ფულის სანაცვლოდ მისი ნაბიჯის გამეორებას სთავაზობს.

ჩანაწერში ისმის ფრაზა, რომ გადახდილი იქნება ბევრი ფული.

გაუზიარე!

Shares