fbpx

გი­ორ­გი რუ­რუა ჩემი სი­ძეა, შვი­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა,მე გი­ორ­გის მა­გივ­რად ვივ­ლი აქ­ცი­ებ­ზე და გა­ვაგ­რძე­ლებ აქ­ტი­უ­რო­ბას-გივი სიხარულიძე

გი­ორ­გი რუ­რუა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 18 ნო­ემ­ბერს, სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ა­კა­ვეს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ოპო­ზი­ცია ნიკა რუ­რუ­ას, გიგი უგუ­ლა­ვას, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნის გა­მოშ­ვე­ბას დიდი ხანი ითხოვ­და.

ახ­ლან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან პა­ტიმ­რო­ბა­ში მხო­ლოდ გი­ორ­გი რუ­რუა რჩე­ბა. ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და გიგი უგუ­ლა­ვამ სა­პა­ტიმ­რო გუ­შინ, პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვეს. 4 აპ­რილს კი ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდა

პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი რუ­რუ­ას შე­წყა­ლე­ბა ვერ შეძ­ლო, რად­გან მის მი­მართ ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი სას­ჯე­ლი არ დამ­დგა­რა. თუმ­ცა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა რუ­რუა ორ­შა­ბათს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და უბ­რა­ლოდ თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტი გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე გი­ორ­გი რუ­რუ­ას სი­მამ­რია. რუ­რუ­ას მისი შვი­ლიშ­ვი­ლი სოფო სი­ხა­რულ­ძე ჰყავს ცო­ლად.

სი­ხა­რუ­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით რუ­რუა უკა­ნო­ნოდ არის და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და ელო­დე­ბა რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პა­ტიმ­რო­ბი­დან.

გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე:

– გი­ორ­გი რუ­რუა ჩემი სი­ძეა, შვი­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა. სას­წა­უ­ლი, ან­გე­ლო­ზი­ვით შვილ­თაშ­ვი­ლი მყავს. მე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს მის გა­მოშ­ვე­ბა­ზე, მაგ­რამ გი­ორ­გი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი უყ­ვარს, ჩემს შვი­ლიშ­ვილ­საც უყ­ვარს და ამი­ტომ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ.

– მის და­კა­ვე­ბას რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?

– ყვე­ლამ იცის, რომ მა­გას ია­რა­ღი არა­ფერ­ში არ სჭირ­დე­ბო­და. 400 ია­რა­ღი აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად. რაში სჭირ­დე­ბო­და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ია­რა­ღი?! არ იყო სწო­რი, რაც და­აბ­რა­ლეს. მისი გა­მოს­ვლა პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბით არ მოხ­დე­ბა, სა­სა­მარ­თლო­თი უნდა გა­მო­ვი­დეს.

სოფო სი­ხა­რულ­ძეს და გი­ორ­გი რუ­რუ­ას ხში­რად ნა­ხავ­დით მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ებ­ზე. გი­ორ­გის და­კა­ვე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე სო­ფომ სპე­ცა­ლუ­რი მი­მარ­თვაც კი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ამ­ბობ­და:

“ჩვენ ყვე­ლა ვცდი­ლობთ, და­ვაგ­რო­ვოთ გა­მოც­დი­ლე­ბა, ვის­წავ­ლოთ შეც­დო­მებ­ზე, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ათწლე­უ­ლე­ბია, მათი დღის წეს­რი­გი ერთი და იგი­ვეა, უბ­რა­ლოდ, იც­ვლე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მათ მი­უ­თი­თებს, რა უნდა ქნან. ამი­ტომ, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ სის­ტე­მის ჩა­მოშ­ლა და რე­ფორ­მი­რე­ბა…”.

სო­ფოს თქმით, გი­ორ­გი რუ­რუა იმის გა­მოა და­ჭე­რი­ლი, რომ არ იაქ­ტი­უ­როს, მაგ­რამ ეს ასე არ იქ­ნე­ბა.

„ის იქი­და­ნაც გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას, მე გი­ორ­გის მა­გივ­რად ვივ­ლი აქ­ცი­ებ­ზე და გა­ვაგ­რძე­ლებ აქ­ტი­უ­რო­ბას, ვემ­ზა­დე­ბით სტრას­ბურ­გის­თვი­საც და ადრე თუ გვი­ან დად­გინ­დე­ბა სი­მარ­თლე და გი­ორ­გი გა­მარ­თლდე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და სოფო სი­ხა­რუ­ლი­ძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება