fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას

საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან. ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას. საქართველო მუშაობს 12 რეკომენდაციის დასრულებაზე და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს. საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება