fbpx

იენს სტოლტენბერგი: მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მან გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მიმართულებით

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ აღნიშნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ და განაცხადა, რომ ნატო განაგრძობს მოწოდებებს რუსეთის მისამართით, რომ აღუდგინოს საქართველოს ტერიტორიები და დაუბრუნოს მათ დამოუკიდებელი სტატუსი.

„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ გიხილეთ ბატონო პრემიერ-მინისტრო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სათავო ოფისში. საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსის წევრები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ განვაგრძობთ მოწოდებებს რუსეთის მისამართით, რომ აღუდგინოს საქართველოს ტერიტორიები და დაუბრუნოს მათ დამოუკიდებელი სტატუსი. ჩვენ ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცება. განსაკუთრებით კი ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს არსებით პაკეტზე. საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული ტექნიკური მხარდაჭერის იმედი. მე მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მან გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მიმართულებით. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც იტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ ალიანსში. ნატო განაგრძობს თქვენთან პარტნიორობას ამ პროცესში, რომლის დროსაც თქვენ მიისწრაფვით თქვენი ასპირაციების მიღწევისკენ. ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიაზე და ასევე უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო – ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე ეს საჭიროა. ჩვენ არ ვიცით როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოსა და ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის. უკრაინა იცავს საკუთარ თავს და წესდებას და ალიანსის წევრები მხარს უჭერენ ამას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება