fbpx

თამარ ტალიაშვილი – ევროპის საბჭოს საგაზაფხულო სესიას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან მაისში, ევროპის საბჭო წევრი ქვეყნების მეთაურებს ისტორიულ სამიტზე უმასპინძლებს

ევროპის საბჭოს მიმდინარე საგაზაფხულო სესიას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, რადგან მაისში, ევროპის საბჭო წევრი სახელმწიფოების მეთაურებს ისტორიულ სამიტზე უმასპინძლებს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპულ გზაზე საქართველოს წარმატება იყოს უზრუნველყოფილი.

„საქართველოს დელეგაციის მხრიდან პარტნიორების აქტიური კომუნიკაცია და ინფორმირება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპულ გზაზე ჩვენი ქვეყნის წარმატება იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. დღეიდან იმართება დებატები ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მაისში, რეიკიავიკში იგეგმება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება