ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი, რითაც იზომება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით.
„90-იან წლებში რატომ მიდიოდა ძალიან ბევრი ადამიანი საბერძნეთში სამუშაოდ, იმიტომ, რომ 9-ჯერ უკეთესად ცხოვრობდნენ ბერძნები, ანუ PPP მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 9-ჯერ მეტი საქართველოსთან შედარებით. დღევანდელი მაჩვენებელი არის დაახლოებით 50%-იანი სხვაობა. 9-ჯერ უკეთესად ცხოვრობდნენ ბერძნები 90-იანებში, ახლა არის 50% სხვაობა. ამიტომ არის, რომ საბერძნეთში აღარავინ აღარ მიდის სამუშაოდ, პირიქით, დაბრუნების ტენდენციაა ბოლო წლების განმავლობაში საბერძნეთიდან საქართველოში. რაც შეეხება გერმანიას, გერმანია უფრო ძლიერია, ვიდრე საბერძნეთი. 2012 წელს 4,5-ჯერ გვისწრებდა PPP მთლიანი შიდა პროდუქტით, ანუ მოსახლეობის ცხოვრების დონეც შესაბამისად 4,5-ჯერ მაღალი იყო და ახლა არის დაახლოებით 2,3-ჯერ მაღალი. ანალოგიურად, საფრანგეთთან ოთხმაგი იყო სხვაობა, ახლა არის – ორჯერ მაღალი. რა თქმა უნდა, გერმანია და საფრანგეთი ახლაც წინ გვისწრებს, მაგრამ რომ შევამცირეთ სხვაობა, ეს არის დღევანდელი რეალობა, აქ არავითარი მანიპულაცია არ არის და ვსაუბრობთ ფაქტებზე. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია გერმანიამდე, საფრანგეთამდე, ბრიტანეთამდე, მაგრამ ეს არის დაახლოების ტენდენცია. რაც შეეხება საბერძნეთს, ბულგარეთს და ლატვიას, პრაქტიკულად დავეწევით ჩვენ საშუალოვადიან პერსპექტივაში PPP მთლიანი შიდა პროდუქტით, ანუ მოსახლეობის ცხოვრების დონე გათანაბრდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.