მაკა ბოჭორიშვილი სამმხრივ მინისტერიალთან დაკავშირებით: „ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ შევაფასოთ ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის”

თურქეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ ჩვენ უმაღლეს დონეზე გვქონდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმ საკითხებზე, რაც დგას ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში,“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტებსა და თანამშრომლობაზე.

„საკმაოდ პოზიტიური განხილვები მქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ბოლო პერიოდში ვიხილეთ საკმაოდ ინტენსიური, მაღალი დონის კომუნიკაცია აზერბაიჯანთან. ვიზიტით იყო საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ბაქოში და მნიშვნელოვანი შეთანხმებები იქნა გაფორმებული. ცოტა ხნის წინ განახლდა სარკინიგზო მიმოსვლაც, რაც ასევე პოზიტიური ნაბიჯი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით, ხალხთა შორის კონტაქტების თვალსაზრისით. ასე რომ, ჩვენ ერთგვარად შევაჯამეთ ორივე ქვეყანასთან ურთიერთობების მდგომარეობა და ასევე ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის და საერთაშორისო არენაზეც თანამშრომლობის საკითხები,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება