fbpx

ირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ, რომ შევხვდი ოლივერ ვარჰეის, დარწმუნებული ვართ, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას, რათა წარმატებით გადავიდეს გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ირაკლი კობახიძე წერს, დარწმუნებულია, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას, რათა ქვეყანა წარმატებით გადავიდეს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ოლივერ ვარჰეის ბელგიაში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მაღალ პოტენციალს გლობალური კავშირის რუკაზე და მის როლს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას, რათა წარმატებით გადავიდეს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე“, – წერს ირაკლი კობახიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება