fbpx

ნიკა გვარამია -გახარიას სამთავრობო კოალიციაში ვხედავ, მასთან დაკავშირებით, წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას არ ვაპირებ

„გახარიასთან დაკავშირებით, მე წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ“- ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ტვ „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სამომავლო კოალიციაში გახარიას პარტიას მოიაზრებს.
„ვხედავ. გახარიასთან დაკავშირებით მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ ოპოზიციური სპექტრიდან, ვინც გაბედა და ეს თქვა, ყოველ შემთხვევაში სხვა არ მახსენდება“-აღნიშნა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, მას გიორგი გახარიასთან მხოლოდ ერთი შეკითხვა აქვს, თუ რას აპირებს ის მომავალში კოალიციური მთავრობის შემთხვევაში.

„ალბათ გახარიასაც აქვს ჩემთან დაკავშირებით წარსულზე შეკითხვები. მე, მასაც და ყველა დანარჩენს ვთავაზობ, წარსულზე ვილაპარაკოთ უსაფრთხო მომავალში როცა ვიქნებით. დღეის მდგომარეობით ჩვენ წარსულზე ლაპარაკით შეიძლება მომავალი დავკარგოთ და ჩავრჩეთ ამ ტალახიან აწმყოში. თუ წარსულის განსჯა, განქიქება და ერთმანეთის თრევა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შვილების, ჩვენი სამშობლოს წარმატებული, ევროპული მომავალი კი ბატონო, დავკავდეთ ამით. მე არ ვაპირებ, ვისაც უნდა დაკავდეს ამით. მე გახარიასთან მაქვს ერთადერთი შეკითხვა და ის უკავშირდება მომავალს- რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება გადაწყვეტილების მიმღები ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ ოპოზიცია. ეს არის ჩემი შეკითხვა“-განაცხადა გვარამიამ.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გაუგებარი განცხადებები და ოპოზიციაზე თავდასხმები გიორგი გახარიას პარტიას აქცევს 5 პროცენტიანი ბარიერს ქვეშ მყოფ პარტიად და ასე თუ გაგრძელდა, დარჩება იქ, სადაც ახლა არის.

„ყველა კვლევა, რაც მინახავს, აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, ასევე ჩემი აზრით, არასწორი საჯარო კომუნიკაციის ფორმები, ასევე, ჩემთვის გაუგებარი განცხადებები და ოპოზიციაზე თავდასხმები გახარიას პარტიას აქცევს 5 პროცენტიანი ბარიერს ქვეშ მყოფ პარტიად. ასე თუ გაგრძელდა, დარჩება იქ, სადაც ახლა არის და ცუდია, რომ ეს ასე იყოს. ჩემთვის ეს ნამდვილად არ არის სასურველი სცენარი. იმიტომ რომ გახარია ხმებს იღებს ბიძინა ივანიშვილის ყულაბიდან. თუ ის ასე გააგრძელებს, ის ჩააბრუნებს ამ ხმებს ბიძინა ივანიშვილის ყულაბაში.“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება