fbpx

ეპიდემიოლოგები სიტუაციას კრიტიკულად აფასებენ,გამოსავალს ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადებაში ხედავენ.

საქართველოში ისევ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4000-ს გადაცდა. ეპიდემიოლოგები სიტუაციას კრიტიკულად აფასებენ. ამბობენ, რომ კლინიკებში პაციენტებისთვის თავისუფალი ადგილები ფაქტობრივად აღარ მოიძებნება და შემთხვევების დასარეგულირებლად გამოსავალს ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადებაში ხედავენ.

“კატასტროფულად დაძაბულია ეპიდსიტუაცია საქართველოში, ჰოსპიტალური სექტორი კატასტროფულად გადატვირთულია. ამის იქით ჩვენ ვეღარ გავუძლებთ. გარკვეული შეზღუდვა ალბათ აუცილებელია იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ სასიცოცხლო რესურსი და საწოლები. რაღაც პერიოდი შემცირება არ მოსპობს ვირუსს, ახლა ჯაჭვის გაწყვეტა ძალიან ძნელია, მაგრამ ეს ცოტა გამოათავისუფლებს საწოლებს,” – აცხადებს ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი.

მედიცინის აკადემიური დოქტორი მაია ბულეიშვილი ამბობს, რომ სეზონის გათვალისწინებით მოსალოდნელია შემთხვევების კიდევ უფრო მატება, ამიტომ რესურსების შენარჩუნების მიზნით მიზანშეწონილია შეზღუდვების გაძლიერება:

“მიუხედავად იმისა რომ დღესდღეობით არსებობს გარკვეული შეზღუდვები  ალბათ მიზანშეწონილი იქნება, თუკი მოხდება ამ შეზღუდვების შედარებით დამატება. თუ არ მოხდება რაღაცა შეზღუდვები უკვე შეუძლებელი იქნება, ჩვენი რესურსები ამას ვეღარ გაწვდება,” – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება