fbpx

ირაკლი ზარქუა: „ნაცებს“ და „ნეონაცებს“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არასდროს დაუდგება გვერდში

„ნაცებს“ და „ნეონაცებს“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არასდროს დაუდგება გვერდში. სალომე სამადაშვილი, ხელმოცარული დიპლომატი ჰყავთ ლიდერად ამოფარებული, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ იბრძოდა ბრიუსელში. ეს ხომ ვამხილეთ, მათ შორის ოპოზიციამაც. ახლა მიხვდნენ, რომ საერთოდ პულსი არ ესინჯებათ, ვიღაც ამ რადიკალების დირიჟორმა დაუკვეთა, რომ იქნებ აკადემიურები გახდნენ „ნაცები“ და ეს „ნეონაცები“, „ლელოები“, გახარიები და ახლა „ახალი“ ძალები რომ იქმნება, გვარამიები და მელიები, უნდა გააქტიურდნენ და აგრესიულები გახდნენ, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„გეგელია რომ ჰყავთ, იმის აგრესიულობა არ გაიშვას. მათემატიკა ისწავლონ. 1000-ლარიან პენსისას ჰპირდებიან და ჰგონიათ, რომ ამ საზოგადოებას მოატყუებენ. საჯარო სამსახურები რომ გავაუქმოთ, ანუ ყველა, ვინც დასაქმებულია სამინისტროებში, მასწავლებლები, მეხანძრეები, პოლიციელები, ყველა რომ გავაუქმოთ, დაახლოებით 1,5 მილიარდია. რომ გავაუქმოთ შესყიდვები, ტენდერებიც, ჯამში ვერ ადის 4 მილიარდამდე. 400 ლარიდან 1000 ლარამდე რომ გავზარდოთ პენსია საჭიროა 600 ლარი 800 ათასამდე პენსიონერისთვის და ვინც შეღავათებს იღებს. როგორ არითმეტიკაში ჯდება? ამაზე პასუხი არ აქვთ“, – აღნიშნა ზარქუამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება