fbpx

სალომეს ფანჩატურის დასასრული

გარედანაა დაკვეთა, ერთი დიდი გაერთიანება შედგეს. ტესტავენ, ჩამოიშლება თუ არა ქალბატონ სალომეს ფანჩატური, როგორც შალვას ფანჩატური ჩამოიშალა. – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა რევოლუციისა და ქაოსისთვის მზადება.

„დარწმუნებული ვარ, ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის პირადი ინიციატივა ეს არის დაკვეთა, ტესტია. თუ სალომეს ფრთის ქვეშ გაერთიანდებიან ყველანი, ეს რადიკალები და ალბათ ქვეყნის გარედან მოდის ეს დაკვეთა და ტესტავენ, ჩამოიშლება თუ არა ქალბატონ სალომეს ფანჩატური, როგორც შალვას ფანჩატური ჩამოიშალა. ახლა ამაზე აკეთებენ აქცენტს. ეს არ არის ქალბატონ სალომეს ინიციატივა, არც ამის შნო და უნარი გააჩნია. პრეზიდენტად რომ აგვერჩია ჩვენი ლიდერები იყვნენ ბილბორდებზე გაკრული, რა რეიტინგი აქვს? დაკვეთა არის გარედან, ერთი დიდი გაერთიანება რომ მოახდინონ და შემდეგ ეს გაერთიანება გადაიზარდოს რადიკალიზმში, რევოლუციურ სცენარებში, აიყოლიონ ახალგაზრდები, დააბრალონ, რომ გაყალბდა არჩევნები. ამისთვის ამზადებენ. ესაა ამათი სცენარი, თორემ იმ სისულელე დაპირებებს, რასაც ამბობენ, ერთმანეთი ამხილეს იმ სიცრუეში, ამ სისულელე დაპირებებით როგორ გამოვიდოდნენ? მუსტანგით შემოვივლიო „ლელო“ ხომ არ იტყოდა ასეთი სიგიჟეებს და შემდეგ უკან წაღება უწევთ ამ სიგიჟეების. მათი ამოცანაა მზადება რევოლუციისთვის და ქაოსისთვის, ეს არის რუსული სცენარი, მეტი კი არაფერი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება