fbpx

იენს სტოლტენბერგი: ნატო ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის – რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან

ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მომენტის წინაშე ვდგავართ, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობა გრძელდება, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„რუსეთს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ. ნატოს მტკიცედ სჯერა, რომ დაძაბულობა დიალოგისა და დიპლომატიის გზით უნდა მოგვარდეს. დღეს ნატომ რუსეთს ჩვენი წერილობითი წინადადებები გადასცა“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ნატო არ წავა კომპრომისზე თითოეული ქვეყნის უფლებაზე, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები.

„რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აგრესიული რიტორიკისა და მავნე საქმიანობისგან, რომელიც ნატოს მოკავშირეებსა და სხვა ქვეყნებზეა მიმართული. რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, სადაც მისი ძალები აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშ არიან განლაგებულნი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება