fbpx

პრემიერი-ჩვენ ძალიან მყარ  მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას როგორც პოლიტიკურად,ისე ჰუმანიტარულად; ვაკეთებთ ყველაფერს,რაც ჩვენს ძალებშია და მზად ვართ,ვისაუბროთ იმ  ღონისძიებებზე, რომელიცშეგვიძლია  შემდგომში განვახორციელოთ

საქართველოს და უკრაინას აკავშირებთ ძალიან მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. მათ შორის, ეს თანამშრომლობა აკავშირებს ჩვენს ხალხებსაც და ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე ჰუმანიტარული დახმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად  გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის სამშვიდობო სამიტთან დაკავშირებით  დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალებშია და  მზად არის შემდგომ ღონისძიებებთან დაკავშირებით სასაუბროდ. „ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია და რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომელიც შეგვიძლია შემდგომში განვახორციელოთ ჩვენს პარტნიორებთან, ანუ ვისაუბროთ ამ საკითხზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

რუსეთ-უკრაინის პირისპირ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი სტამბოლში დღეს, სამშაბათს დილით მოსკოვის დროით 10:30 საათზე დაიწყო

რუსეთი და უკრაინა განიხილავენ შეთანხმების შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც უკრაინა უარს იტყვის ნატოში წევრობის სურვილზე უსაფრთხოების გარანტიებისა…

იენს სტოლტენბერგი: ნატო ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის – რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან

ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მომენტის წინაშე ვდგავართ, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობა გრძელდება, – განაცხადა ნატოს გენერალურმა…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ კოლეგასთან ერთად, საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად, საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდა.…

საქართველოში მუშტს დავარტყამდი და ხელის მოწერის გარეშე ყველაფერი სრულდებოდა-მიხეილ სააკაშვილი

“საქართველოში მუშტს დავარტყამდი და ხელის მოწერის გარეშე ყველაფერი სრულდებოდა, აქ ასე არ ხდება…” – მიხეილ სააკაშვილი…