fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად, დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას ბოლო 10 წლის განმავლობაში. ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მოვიპოვეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ ნატოს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა, რათა გვესაუბრა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით კი დღევანდელ ტურბულენტურ უსაფრთხოების სიტუაციაში, როდესაც უკრაინაში ომია, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის. გარდა ამისა, საქართველოს აქვს თავისი პრობლემა რუსეთთან, მიმდინარე ოკუპაციის გამო.

შესაბამისად, მადლიერი ვარ ამ შეხვედრისთვის. ასევე მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი ძალისხმევისა და ლიდერობისთვის, რომ გახადოთ ნატო კიდევ უფრო ერთიანი, ძლიერი და წინ წასული პარტნიორებთან ურთიერთობით. მადლიერი ვარ ალიანსის წევრების მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის. როგორც ერთ-ერთ ყველაზე სანდო და უნარიან პარტნიორს, საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ალიანსის მისიებში წვლილის შეტანის კუთხით. ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური მშვიდობისადა უსაფრთხოებისთვის და ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას ბოლო 10 წლის განმავლობაში. ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მოვიპოვეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო. აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ე.წ. 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა 2015 წელს, რაც შესანიშნავი ნიმუშია იმისა, თუ როგორ თანამშრომლობენ საქართველო და ნატო ერთმანეთთან. ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ გავაღრმაოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატოსთან ყველა განზომილებაში“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება