fbpx

თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ გიორგი რურუას განთავისუფლების შემთხვევაში დაუჭერს მხარს, ეს მათი საქმეა-მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას შეასრულებს და საკონსტიტუციო ცვლილებებსაც დაუჭერს მხარს.

ამის შესახებ ა მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ გიორგი რურუას განთავისუფლების შემთხვევაში დაუჭერს მხარს, ეს მათი საქმეა.

“რეალურად, „ქართული ოცნება“ შეთანხმებას შეასრულებს პირნათლად. გუნდი მთლიანად დაუჭერს მხარს 120/30-ზე სისტემას, მაგრამ თუ ისინი გადაწყვეტენ, სხვასაც აიყოლიებენ ოპოზიციიდან და ისევ დარჩება 77/73-ზე , ამ შემთხვევაშიც ძალიან მყარად, დიდი უპირატესობით მოვიგებთ, მაგრამ მე მგონი ამათ არ ჰყოფნით უკვე ადგილები, იმიტომ რომ იმდენმა განაცხადა მაჟრიტარობეზე პრეტენზია, რომ შეიძლება არ ჰყოფნით ახლა 30 ადგილი და სჭირდებათ მეტი მაჟორიტარი იყოს, ეს ნახევრად ხუმრობით.

მაგრამ რეალურად, თუ ერთ ადამიანზე, ერთ კრიმინალზე ჩამოკიდებენ ამ პროცესს და იტყვიან რომ თუ კონკრეტული ადამიანი არ გათავისუფლდა, თუ ხელისუფლება არ ჩაერია მართლმსაჯულებაში და მისი გარეთ გამოშვება არ უზრუნველყო, მაშინ ჩვენ არ მივცემთ ხმას, ეს მათი საქმეა,”-  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 8 მარტის ყველა პირობის შესრულებას სთხოვს. ისინი მმართველ გუნდს მოუწოდებენ, პატიმრობიდან გიორგი რურუა გაათავისუფლოს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება