fbpx

“თვალთხარიადან” “ბრინჯაოს” გიორგიმდე დიდი პროგრესია ნამდვილად-ზურა ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე გახარიაზე: ასე გადაიქცა ჩვენი გიორგი “ბრინჯაოს” პოლიტიკოსად. ნაღდი პოლიტიკა ის იქნებოდა, კაცურად რომ წასულიყავით და დაბრუნების შემთხვევაში თქვენი გუნდით, პროგრამით და ხედვებით დაგემკვიდრებინათ სახელი. და არა სხვის გაშლილ სუფრაზე “ჩანგალზე” სირბილით ,,თითქმის ყველა საკვანძო თანამდებობაზე იმყოფებოდა, გვერდში ედგა მმართველი პარტია, ორჯერ იყო მხარდაჭერილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.’’ – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ქადაგიძე წერს, ნაღდი პოლიტიკა ის იქნებოდა, კაცურად რომ წასულიყო გახარია და დაბრუნების შემთხვევაში თავის გუნდით, პროგრამით და ხედვებით დაემკვიდრებინა სახელი. “ბრინჯაოს გიორგი” რა მოიტანა? რა უნდოდა? სად წავიდა? რა მიიღო? რას აპირებს? ნოდარას ხმა დაამშვენებდა ამ კითხვებს… თითქმის ყველა საკვანძო თანამდებობაზე იმყოფებოდა, გვერდში ედგა მმართველი პარტია, ორჯერ იყო მხარდაჭერილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე… თუმცა… 1. ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დროს გაიქცა…სამართლის აღსრულებასა და პოლიტიკურ კეკლუცობას შორის ტოლობა დასვა… 2. შემდეგ აღმოჩნდა,რომ კეკლუცობა არაფერ შუაში იყო და მიზანმიმართულად აკეთებდა ამას… ჰო თან კახის წინააღმდეგ დააყენა კანდიდატურა და ნაც-მოძრაობას კრიზისის პედალირების საშუალება მისცა, თუმცა საზოგადოება გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა და ღირსეული პასუხი გასცა ამ თვალთმაქცობას… 3. ყველანაირ პოლიტიკურ გარიგებაში შევიდა ნაც-მოძრაობასთან. რეგიონებში სადაც კი ხელი მიუწვდათ საკრებულოებზე, ყველგან ერთობლივი ძალებით მოქმედებენ…პოლიტიკური ალიანსი სხვა არაფერია ცნობისთვის… 4. “თვალთხარიას” სახელი ჩამოიწმინდა ისევ ნაცების ხელით და ახლა გაბადრული სახით ისმენს მიშასგან საქებარ სიტყვებს. აქეთ უგულავა სთავაზობს თანამშრომლობას, იქით სააკაშვილი და მოკლედ საინტერესო ანტურაჟი შექმნა… ჰო და ასე გადაიქცა ჩვენი გიორგი “ბრინჯაოს” პოლიტიკოსად…ყველა პოლიტიკურ გარიგებაში მესამე ხარისხოვან როლს ასრულებს და საზოგადოებას აჯერებს ესაა ნაღდი პოლიტიკაო… ნაღდი პოლიტიკა ის იქნებოდა, თქვენ რომ კაცურად წასულიყავით პოლიტიკიდან და დაბრუნების შემთხვევაში თქვენი გუნდით, პროგრამით და ხედვებით დაგემკვიდრებინათ სახელი. და არა სხვის გაშლილ სუფრაზე “ჩანგალზე” სირბილით… ნუ პოლიტიკური წონა არა, მაგრამ “თვალთხარიადან” “ბრინჯაოს” გიორგიმდე კი დიდი პროგრესია ნამდვილად… P.S ისე როგორი სიმბოლურია, რომ დღეს ქართული ოცნების დამფუძნებლის და 2012 წლის შემოქმედის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა და ამ მაზაკვალმა დაამთხვია…ეგეთი ბოღმა რა გედო გულში…’’ – წერს ქადაგიძე facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება