fbpx

გია აბაშიძე: ერთი წელი შესრულდა გიორგი გახარიას გადადგომიდან, ზუსტად ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს

გია აბაშიძე: ერთი წელი შესრულდა გიორგი გახარიას გადადგომიდან. ზუსტად ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, ამგვარი არაკაცური მილოცვა მიუძღვნა მის ყოფილ ერთგულ თანაგუნდელს ,,არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – უამრავ თანამემამულესთან ერთად ვიყავი მისი აქტიური საჯარო მხარდამჭერი. თუმცა, ის სიმახინჯე რასაც ღალატი ეწოდება ხდება როგორც ოჯახში, სანათესავოში, სამეგობროში, ასევე პოლიტიკურ გუნდში. ჩემთვის მოღალატე პრივატულ თუ პოლიტიკურ სივრცეში მოღალატეა და წერტილი!’’ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. როგორც ანალიტიკოსი წერს, თუ გახარიას პოლიტიკიდან წასვლა უნდოდა, შეეძლო ღირსეულად, კაცურად წასულიყო. ,,ამასობაში, ერთი წელი შესრულდა გიორგი გახარიას გადადგომიდან. ზუსტად ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, ამგვარი არაკაცური მილოცვა მიუძღვნა მის ყოფილ ერთგულ თანაგუნდელს. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – უამრავ თანამემამულესთან ერთად ვიყავი მისი აქტიური საჯარო მხარდამჭერი. თუმცა, ის სიმახინჯე რასაც ღალატი ეწოდება ხდება როგორც ოჯახში, სანათესავოში, სამეგობროში, ასევე პოლიტიკურ გუნდში. ჩემთვის მოღალატე პრივატულ თუ პოლიტიკურ სივრცეში მოღალატეა და წერტილი! დანდობა არ აქვს ჩემგან. რა პოლიტიკური “დივიდენდები” მიიღო ამ ერთ წელიწადში გუნდიდან სამარცხვინოდ გაქცეულმა გახარიამ? – ის გადადგა კრიტიკულ სიტუაციაში, უარი თქვა კანონის შესრულებაზე (ნიკა მელიას დაკავება) მკაფიოდ ითამაშა “ნაცმოძრაობის” თამაში და მანამდე, არსებული საკუთარი კრიზის მენეჯერული know-how მტკვარს გაატანა. – თბილისის მერის არჩევნებში ერთ დროს ახლო თანამებრძოლს კახა კალაძეს 9% მოაკლო და სააკაშვილის პარტიის ხანმოკლე მაწაკური გეგმა შეასრულა მეორე ტურის დანიშვნაზე. – რამდენიმე მუნიციპალიტეტში მისმა პარტიამ სამარცხვინო ალიანსი შექმნა, დესტრუქციულ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომელსაც პრემიერობისას პარლამენტის ტრიბუნიდან განუცხადა – მე თქვენ დაგასრულებთ! – სააკაშვილის სატელიტობის გამო პარტია “საქართველოსთვის” დატოვა არაერთმა წევრმა, დღემდე გადაუხდელია არაერთი კოორდინატორისა თუ ოფისის ქირის ფული. თუ რაში დასჭირდა გიორგი გახარიას ასეთი მოღალატეობრივი ნაბიჯების გადადგმა. ამას ადრე თუ გვიან აუცილებლად შეიტყობს ფართო საზოგადოება. თუ პოლიტიკიდან წასვლა უნდოდა შეეძლო ღირსეულად, კაცურად და ჯიგრულად (მას დავესესხები) მაგრამ, არ გააკეთა მოღალატე, უპრინიციპო და არათანმიმდევრული პოლიტიკოსები კი ყოველთვის მარგინალურ სივრცეში ხვდებიან.’’ – წერს გია აბაშიძე facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება