fbpx

საქართველომ სამართლებრივი ომი მოიგო და ეს იყო ბეჭედი რომ რუსეთი ოკუპანტია -მამუკა მდინარაძე

დღეს არის მართლაც ისტორიული დღე, ჩვენ ეს თარიღი უნდა დავიმახსოვროთ და ბევრჯერ გამოგვადგება. სამართლებრივად ჩვენ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებების სხვადასხვა პუნქტი, საერთაშორისო ვალდებულებების აბსოლუტური იგნორირება გააკეთა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ სტრასბურგის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ უკვე არა რეზოლუციების, პოლიტიკური განცხადებების შეფასებების დონეზე, არამედ სამართლებრივი, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტის გვაქვს.

„დღეს, ნებისმიერი პატრიოტი ქართველისთვის ეს დღესასწაულია. ჩვენ სამართლებრივი დოკუმენტი ხელში გვიჭირავს და ამაში უდიდესი წვლილი აქვთ ქართველებს, იმ ადამიანებს, რომელებმაც გამოძიებაში მიიღეს მონაწილეობა. წარადგინეს მტკიცებულებები. როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე მადლობას გადავუხდი პროკურატურას, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ამ წარმატებაში. უამრავი მტკიცებულება მოიპოვა.

სადაც ჭრის სიმართლე, სადაც სიმართლე არის მთავარი ბერკეტი, საფუძველი და იარაღი, ამ შემთხვევაში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ გაიმარჯვა. ამ შემთხვევაში საქართველომ რუსეთს ომი მოუგო, სამართლებრივი ომი და ეს იყო ბეჭედის დასმა სიმართლეზე, რომ საქართველო მართალია და რუსეთი ოკუპანტია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  ინფორმაციით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება