fbpx

„თბილსერვის ჯგუფმა“ სკოლებთან მისასვლელი გზებისა და მიმდებარედ განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების მორეცხვა დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ სკოლებთან მისასვლელი გზების, ტროტუარებისა და მიმდებარედ განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების მორეცხვა დაიწყო.

აქციის ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით 700-მდე ნაგავშემკრები კონტეინერი დასუფთავდება. ასევე, იგეგმება საბავშვო ბაღებთან განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების გარეცხვაც.

დასუფთავების აქციას, რომელიც დღეს ვარკეთილის მეოთხე მიკორორაიონიდან დაიწყო, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

„თბილსერვის ჯგუფი“ სხვადასხვა პროექტისა და აქციის ფარგლებში, ქუჩების დეზინფექციას ინტენსიურად ახორციელებს. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares