fbpx

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გარდაბნის თბოლექტროსადგურს ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გარდაბნის თბოლექტროსადგურს ესტუმრა.გარდაბნის 230 მგვტ სიმძლავრის, საქართველოში პირველი კომბინირებულიციკლის თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის 7 აგვისტოს შევიდა.
ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან დღევანდელ დღემდე თბოსადგური საქართველოში მოხმარებული ელექტრო ენერგიის რაოდენობის 10 %-უზრუნველყოფს.

მიუხედავად მსოფლიოში არსებული პანდემიისა და ქვეყანაში გამოცხადებული
საგანგებო მდგომარეობისა, თბოელექტროსადგურში კაპიტალური სარემონტო
სამუშაოების წარმოება წარმატებით დასრულდა. მიმდინარე წლის სარემონტო
სამუშაოების შედეგად განხორციელდა აირტურბინების გეგმიური კაპიტალური
შეკეთება. აღნიშნული სარემონტო სამუშაოების შედეგად ფაქტობრივად
განხორციელდა სადგურის მთლიანად განახლება. მიმდინარე რემონტის ფარგლებში
განხორციელდა ძირითადი დეტალების ჩანაცვლება გაუმჯობესებული დეტალებით.
აირტურბინების ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით სადგურს 24,000 საათიანი
სამუშაო პერიოდი განესაზღვრებოდა, ხოლო აღნიშნული კაპიტალური რემონტის
ფარგლებში გაზოტურბინების მუშა რესურსი 32,000 საათამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექვსი წლის განმავლობაში სადგური იქნება ექსპლუატაციისთვის გამართულ მდგომარეობაში და მუდმივ მზადყოფნაში ელექტრო სისტემის მოთხოვნების მიმართ.

აღნიშნულისათვის ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა გარდაბნის თბოსადგური-1 ის დირექტორს ჯაბა ხმალაძეს და თითოეულ თანამშრომელს, ასევე ენერეგეტიკოსის დღე მიულოცა ვეტერან ენერგეტიკოსებს და საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares