fbpx

პაატა იმნაძე: “ჩაკეტვას აზრი აქვს თავის დროზე. დრო უნდა შეარჩიო – როდის უნდა ჩაკეტო, რა უნდა ჩაკეტო…”

“ჩაკეტვას აზრი აქვს თავის დროზე. დრო უნდა შეარჩიო – როდის უნდა ჩაკეტო, რა უნდა ჩაკეტორა თანმიმდევრობით უნდა ჩაკეტო.

ადამაინებს სახლიდან გამოსვლა ჰქონდათ აკრძალული. შევადაროთ, ყველაფერი არის შედარებითი – ჩვენ გაცილებით ნაკლები ჩაკეტვებით გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწიეთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თავის დროზე და თანმიმდევრობით განხორციელდა. ქართული შეფასებები ნაკლებად მაინტერესებს, ვიცი რა შეფასებასაც აძლევენ ჩვენს სამუშაოს საერთაშორისო ასპარეზზე.  

წარმოიდგინეთ, დღეს რომ რაღაც ჩაკეტო, რა ამბავი ატყდება – აჩევნებს ხელს უშლიან, რაღაც, აქეთ, იქით… არა, ბატონებო, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები. ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს, არ შეიძლება, ერთმა ქორწილმა და ორმა ქორწილმა მთელი რეგიონები აგვიფეთქოს საქართველოში.”

განაცხადა პაატა იმნაძემ


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares