fbpx

თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან დოლიძემ გახარიას პარტიიდან საკრებულო დატოვა

თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან დოლიძემ გახარიას პარტიიდან საკრებულო დატოვა როგორც დოლიძემ აღნიშნა თბილისის საკრებულოს ტოვებს, თუმცა პარტიაში საქმიანობას გიორგი გახარიას მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს. მის ადგილს საკრებულოში დავით ფარცვანია დაიკავებს. “ვაგრძელებ საქმიანობას გიორგი გახარიას მრჩევლის პოზიციაზე, იმ პოზიციაზე, რომელზეც მანამდე ვიმყოფებოდი, ასე რომ, ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება საკრებულოს, მე მივმართე და ადგილმონაცვლეობა გავაკეთეთ. ეს არის პირადად ჩემი, ბატონი გიორგი გახარიას და პოლიტიკური გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. მე გავაგრძელებ იმ საკითხებზე მუშაობას, რომელზეც ვმუშაობდი არჩევნებამდე. დავით ფარცვანია, რომელიც სიაში რიგით მეხუთე ნომერი იყო, შევა საკრებულოში და სრულად და აქტიურად ჩაერთვება ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” მუშაობაში”, – განაცხადა დოლიძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება