fbpx

ნიკა მელია: გიგა ბოკერია არის უსინდისო

ნიკა მელია: გიგა ბოკერია არის უსინდისო ,,ვინ იგულისხმა ლიდერში? ესე თქვა? თუ თქვა უსინდისოა, ეს ადამიანიც უსინდისოა, პირდაპირ გადაეცით უსინდისოა, თუ ეს თქვა მანდ უსინდისოა, უსინდისო.’’ – ასე უპასუხა ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში დიანა ტრაპაიძის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც გიგა ბოკერიას მიერ ნიკა მელიას მისამართით გაკეთებულ კომენტარს შეეხებოდა. როგორც მელიამ განმარტა, როდესაც მიეცემა შესაძლებლობა, გიგა ბოკერიას ეტყვის, რომ ის უსინდისოა. ,,სადმე რომ მექნება შესაძლებლობა, ნამდვილად უნდა მოისმინოს, თუ ეს მართლა მას აქვს ნათქვამი. გეთქვათ პირდაპირ სახელი და გვარი დაგესახელებინათ, თუ მან ესე თქვა, მორჩა გათავდა. ადამიანები ცდილობენ ნიშიც მოძებნას, ოღონდაც რაღაცა ეთერი მოხვდნენ – ეთერში მოხვედრას ცდილობენ. – განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება