fbpx

მე არ მითქვამს, რომ სააკაშვილი გაყვანილი უნდა იყოს საზღვარგარეთ,გვარამიამ შეცდომაში შემიყვანა-ნინო გოგორიშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა დაადასტურა, რომ მისი რეკომენდაციით, პაციენტის ფსიქო რეაბილიტაციისთვის ის თავისუფლებაზე უნდა იყოს, ხოლო საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე არაფერი უთქვამს. 

როგორც მან თავის განცხადებაში აღნიშნა, პაციენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ შეცდომაში შეიყვანა და მისი პასუხები საკუთარი ნებით განავრცო, რისი მოსმენის შემდეგაც ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. 

ექიმის განცხადება მედიასთან გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა მალხაზ ურთქმელიძემ წაიკითხა. 

„მოგახსენებთ, რომ დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი ნიკა გვარამია მესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის დროს ჩემ მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები. ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო, ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებიდან. 

აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი, როგორც ექიმის დისკრედიტაციას“, – ნათქვამია მკურნალი ექიმის განცხადებაში. 

„ნაწილობრივ სიმართლეა, ნაწილობრივ არის ფაქტების ინტერპრეტაცია. მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაყვანილი უნდა იყოს საზღვარგარეთ, სამკურნალოდ. მე ვუთხარი, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი თავისუფალია, ეს სად მოხდება, ეს უკვე ჩვენ არ გვეხება“, – აღნიშნა ნინო გოგორიშვილმა. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება