fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: ზურაბ ადეიშვილის ადგილი არის ციხეში და არა – გერმანიის ბუნდესტაგში

„როდესაც საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და ვითხოვთ ყველა პარტნიორის მხრიდან თანამშრომლობის პრინციპების დაცვას, მავანნი ამას ჩვენს პოლიტიკურ ახირებად მიიჩნევს. არადა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და არა – რომელიმე პოლიტიკური პარტიის ღირსებისა და უფლებების დაცვა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ზურაბ ადეიშვილის ადგილი არის ციხეში და არა – გერმანიის ბუნდესტაგში.

„საქართველოს ყოფილი გენპროკურორი, არაერთი სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდადებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი 24 თებერვალს გერმანიაში, ბუნდესტაგში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად გერმანიის პარლამენტის დეპუტატების მხრიდან საქართველოში უკვე გასამართლებული პირის ოფიციალური მიღება, არ ზის იმ დიპლომატიურ ეტიკეტში, რასაც პარტნიორობა ჰქვია. როდესაც ამაზე ხმამაღლა ვაცხადებთ, ანტიდასავლურ რიტორიკას აწერენ. არადა, ძალიან მარტივია, პატივი სცე პარტნიორი სახელმწიფოს მართლმსაჯულებას.

ევროკავშირის სახელმწიფოებიდან გერმანიასთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. იმედს გამოვთქვამ, რომ კონკრეტულ ფაქტზე მოხდება რეაგირება და მომავალში მეტად გავუფრთხილდებით ჩვენს ურთიერთობებს. ზურაბ ადეიშვილის ადგილი არის ციხეში და არა – გერმანიის ბუნდესტაგში“, -წერს დიმიტრი ხუნდაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება