fbpx

თამარ ჩერგოლეიშვილი-სალომე სამადაშვილი ჭრიჭინებს ბოიკოტზე

სალომე სამადაშვილი ჭრიჭინებს ბოიკოტზე იმ არგუმენტებით, რა არგუმენტებიც ბოიკოტის გადაწყვეტამდე ჰქონდათ ბოიკოტის მოწინააღმდეგეებს, – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.facebook sharing button

“ამ ყველაფრის ტრაგიკომიკურობა იმაშია, რომ სალომე სამადაშვილის პარტიამ ისე გამოაცხადა ბოიკოტი, ამ ქალბატონ პოლიტიკოსს ხმა არ ამოუღია – არცერთი საჯარო კომუნიკაცია არ ჰქონია, რომ ბოიკოტს ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ კონიუნქტურა ასეთი იყო.

მერე დაიწყო ჭრიჭინი, როცა დასავლეთი მიაწვა – თითქოს გრიგოლ ვაშაძე რომ ბრიფინგს ატარებდა ბოიკოტზე, მაშინ ნათელი არ იყო რომ დასავლეთის პოზიცია ცალსახად ბოიკოტის საწინააღმდეგო იქნებოდა.

ახლა ბოიკოტის დარღვევა უფრო დიდი ზიანის მომტანია ოპოზიციისთვის, ვიდრე თავად ბოიკოტი – მაგრამ მას არც რწმენა გააჩნია, არც ჭკუა, არც სინდისი”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

გაუზიარე!

Shares