fbpx

გია ხუხაშვილი – ნათია მეზვრიშვილის გადადგომა, პრემიერ გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის წინაპირობაა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ნათია მეზვრიშვილს გადადგომა, პრემიერ გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის წინაპირობა იყოს.

“დღის სტუმარში” საუბრისას ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს პრემირმინისტრის ავტორიტეტი საზოგადოებაში და არ არს გამორიცხული მისი შეცვლაც მალე დადგეს დღის წესრიგში 

ვერსიები ბევრი შეიძლება იყოს. ერთ ერთი ვერსიით ნათია მეზვრიშივილის გადადგომა შესაძლოა უკავშირდებოდეს გახარიას მომავალში, შესაძლო გასვლას მთავრობიდან.

მე ამას არ ვამტკიცებ, მაგრამ გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის ხასიათიდან, რომელიც თავის ირგვლივ მხოლოდ მსახურებას ითხოვს, კი ბატონო გახარიაც ემსახურება, მაგრამ გახარიას აქვს გარკვეული ავტორიტეტი საზოგადოებაში, რაც ბუნებრივია ბიძინა ივანიშვილს მაინცდამაინც არ მოსწონს და ვერ გამოვრიცხავ რომ რაღაც ესეთის პრეისტორია იყოს” ამბობს ხუხაშვილი. 

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე საათის წინ, “ფეისბუქით” გაავრცელა

გაუზიარე!

Shares