fbpx

თავს მშვენივრად ვგრძნობ – ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

„ამ კვირაში პირველი დოზა მივიღე და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მადლობას გიხდით ყველა მეცნიერს, კვლევის მონაწილეებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და ფრონტის ხაზზე მყოფ ყველა ჯანდაცვის მუშაკს, რომლებმაც ამ ეტაპზე მიგვიყვანეს“, – წერს ბილ გეითსი.

გაუზიარე!

Shares