fbpx

“ობიექტივზე ყოველდღიურ თოქ-შოუს დავიწყებ” – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შემდეგ პოლიტიკაში რჩება, თუმცა პარალელურად ტელეკომპანია “ობიექტივზე” მედია-პროექტის დაწყებას გეგმავს.

“რაღაც კომბინირებულ ვარიანტზე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მე ვრჩები პარტიაში გენერალურ მდივნად, ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა ვაპირებ მედია-პროექტი დავიწყო, სადაც მექნება საშუალება საჯაროდ ვისაუბრო, ობიექტივის ეთერში დავიწყებ, ყოველდღიური თოქ-შოუ იქნება, ხალხმრავალი და საინტერესო იქნება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გაუზიარე!

Shares