fbpx

ზურაბ ქადაგიძე ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე: დღევანდელი “არასამთავრობო სექტორი” დამოკიდებულია პატრონებზე და ქართულ საზოგადოებასთან არ აქვს შემხებლობა, ამიტომაცაა მათი მხრიდან დუმილი

მარტივი ჭეშმარიტებაა – დღევანდელი “არასამთავრობო სექტორი” დამოკიდებულია პატრონებზე და არანაირი შემხებლობა ქართულ საზოგადოებასთან და შესაბამისად საზოგადოებრივ ინტერესებთან არ აქვს! – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი დუმს, სივრცე კი მსჯელობისთვის ღიაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და მანკიერი პროპაგანდისგან დაცვა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი გავლენის ბენეფიციარს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, სანამ კონკრეტულ მითითებას არ მიიღებენ, მანამდე ამ საკითხზე მათი დუმილი გაგრძელდება.

“მარტივი ჭეშმარიტებაა – დღევანდელი “არასამთავრობო სექტორი” დამოკიდებულია პატრონებზე და არანაირი შემხებლობა ქართულ საზოგადოებასთან და შესაბამისად საზოგადოებრივ ინტერესებთან არ აქვს!
ამიტომაცაა მათი მხრიდან დუმილი და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ კონკრეტულ დავალებას არ მიიღებენ!
დღეს, “არასამთავრობო სექტორის” 90% წარმოადგენს, გავლენის ბენეფიციარს და ნურც გვექნება მოლოდინი, რომ სხვა ქვეყნის სამსახურში ცალ ფეხზე მდგარი “NGO” პარაზიტები, ქართული საზოგადოების ინტერესებს დააკმაყოფილებენ!” – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება