fbpx

ზაალ ანჯაფარიძე: „ომის პარტია“ უკრაინის ომს განიხილავს როგორც ხელისუფლებაში მობრუნების შესაძლებლობას

ზაალ ანჯაფარიძე: „ომის პარტია“ უკრაინის ომს განიხილავს როგორც ხელისუფლებაში მობრუნების შესაძლებლობას და ცდილობს საქართველო როგორმე ჩაითრიოს კონფლიქტში. აშკარაა, რომ მათ სხვა პრიორიტეტები და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისგან აცდენილი ღირებულებები აქვთ „უკვე ვნახეთ „ომის პარტიის“ წარმომადგენლების მიერ უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის დანილოვის ცნობილი განცხადების „გაპრავების“ მცდელობებიც. თავიანთ გეგმებზე ჩაითრიონ საქართველო კონფლიქტში, მათ უარი არ უთქვამთ“- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით იმ მოცემულობაში რაც ჩამოყალიბდა უკრაინის გარშემო, რომელშიც ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარეა ჩართული, განსხვავებული სამხედრო-პოლიტიკური წონით და ინტერესებით, ყველა ქვეყნის ჩართულობის დონე განპირობებულია მისი მოწყვლადობის ხარისხით. „ხელისუფლების ადგილზე რომ ვიყო, შექმნილ უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციაში ზუსტად იგივე პოლიტიკას გავატარებდი უკრაინის თემაზე, რაც ახლა ტარდება და ამ პოლიტიკის მართებულობა აღიარეს ამ ხელისუფლების ცალკეულმა საღად მოაზროვნე ოპონენტებმაც კი. ამ პოლიტიკის მართებულობა დადასტურდა, თუნდაც იმით, რომ ჩვენ ვახერხებთ ჩვენს ტერიტორიაზე სამხედო კონფლიქტის თავიდან აცილებას. ხერხდება ისიც, რომ ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას დამატებითი სოციალ-ეკონომიკური პრობლემები, რაც მათ უმძიმეს ტვირთად დააწვებოდათ. როგორც ხედავთ, საწვავის გაზრდილ ფასებზე მყისვე დაიწყო აქციები დესტრუქციულმა ნაც-ოპოზიციამ და წარმოიდგინეთ კიდევ უფრო დამძიმებული სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე რას იზამს. ისინი სწორედ ამ მომენტის დადგომას ელოდებიან. იმ მოცემულობაში რაც ჩამოყალიბდა უკრაინის გარშემო, რომელშიც ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარეა ჩართული, განსხვავებული სამხედრო-პოლიტიკური წონით და ინტერესებით, ყველა ქვეყნის ჩართულობის დონე განპირობებულია მისი მოწყვლადობის ხარისხით. „ნაცების“ ხელისუფლებამ მემკვიდრეობით დაგვიტოვა 22% შემცირებული ტერიტორია და საფრთხეების მთელი ბუკეტი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ნაწილის ხელახალი ოკუპაცია და დედაქალაქიდან 40 კმ-ში ოკუპანტის ჯარი. შესაბამისად ხელისუფლების ფრთხილი პოლიტიკა უკრაინის და რუსეთის მიმართ, ამ გარემოებების გათვალისწინებითაც არის ნაკარნახევი. თუმცა, კოლექტიური „ომის პარტია“ უკრაინის ომს განიხილავს როგორც ხელისუფლებაში მობრუნების შესაძლებლობას და ცდილობს საქართველო როგორმე ჩაითრიოს კონფლიქტში. აშკარაა, რომ მათ სხვა პრიორიტეტები და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისგან აცდენილი ღირებულებები აქვთ. როგორ უნდა გსურდეს ნორმალურ ადამიანს ქვეყნის ომში ჩათრევა?! დღეს უკვე ვნახეთ „ომის პარტიის“ წარმომადგენლების მიერ უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის დანილოვის ცნობილი განცხადების „გაპრავების“ მცდელობებიც. თავიანთ გეგმებზე ჩაითრიონ საქართველო კონფლიქტში, მათ უარი არ უთქვამთ“- წერს ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება