fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – იწყება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება

მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრება ბატონი თორნიკე რიჟვაძე, მას აქვს მომზადებული ძალიან საინტერესო პროგრამა – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. ეს იქნება  მიზნობრივი  სახელმწიფო  პროგრამა, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისხტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბათუმში ძალიან მწვავედ დგას ავარიული სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების   პრობლემა,  რაც   საფრთხეს   წარმოადგენს   მოქალაქეებისათვის. 

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე  სახელმწიფო  მიზნობრივი პროგრამის თანახმად ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. ამ პროგრამას დღესვე დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.Attachments area

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება