fbpx

ვღელავ მოლდოვასა და საქართველოზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის გამო – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მოლდოვისა და საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიის გამო.

ლე დრიანმა დღეს, France Inter Radio-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა. „დოიჩე ველე“ სწორედ ამ ინტერვიუს ეყრდნობა.

„ეს არის სრულმასშტაბიანი ომი. პუტინმა გადაწყვიტა … ამოიღოს უკრაინა ქვეყნების რუკიდან“, – თქვა მან რადიოსთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უსაფრთხოება რისკის წინაშე დგას.

ლე დრიანმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ის „ღელავს“ რუსეთის მიერ ორი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს, მოლდოვისა და საქართველოს, წინააღმდეგ შესაძლო შეიარაღებული შეტევის გამო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება