fbpx

გონჩარენკო აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში, მაიდანის დროს გახდა უკრაინის პატრიოტი, მანამდე გულმხურვალედ იცავდა ქვეყანაში რუსულ ენას-დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი – გონჩარენკო აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში ალექსეი გონჩარენკო მაიდანის დროს გახდა უკრაინის პატრიოტი, მანამდე გულმხურვალედ იცავდა ქვეყანაში რუსულ ენას, ეწინააღმდეგებოდა რუსული ფილმების უკრაინულ ენაზე დუბლირებას, ხოლო 2014 წელს, როგორც პოლიტიკური მოძრაობა “რუსული ბლოკის” აქტივისტი – აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და უკრაინის რადას წევრის პოლიტიკურ კარიერას იხსენებს. მისი თქმით, 2020 წლის მარტში რადას ერთ-ერთ სხდომაზე გონჩარენკომ უხეშად მიმართა ზელენსკის – მამაცობა გამოეჩინა და პოსტი დაეტოვებინა. მას შემდეგ პრეზიდენტს მისთვის ხელი აღარ ჩამოურთმევია. შარშან ევროპის საბჭოში გამოცხადდა მაისურით, წარწერით “პუტინი=ჰიტლერს”, მიუხედავად ამისა, დღემდე კრემლის ცენტრალური ტელეარხების ხშირი სტუმარია. “ამ ტიპს ვერ გავატარებდი. ნაცებთან – ბოდიში… ოლექსი გონჩარენკო – პოლიტიკური კარიერის დაწყება: “მწვანეთა პარტია” – ამჟამად, “პოროშენკოს ბლოკი”. მაიდანის დროს გახდა უკრაინის პატრიოტი. მანამდე გულმხურვალედ იცავდა ქვეყანაში რუსულ ენას, ეწინააღმდეგებოდა რუსული ფილმების უკრაინულ ენაზე დუბლირებას, ხოლო 2014 წელს, როგორც პოლიტიკური მოძრაობა “რუსული ბლოკის” აქტივისტი – აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში. შუალედში, ვიქტორ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტიიდან”, სწორედ მაიდანის მსვლელობისას გამოვიდა – 2014 წლის 19 თებერვალს. ამის მერე, მკვეთრი პრორუსი გონჩარენკო ხისტი პროუკრაინული კურსის მხარდამჭერი ხდება. სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობის დროს, მცირე პერიოდი ადგილობრივი საოლქო რადის წევრი იყო, ბოლოს “პოროშენკოს ბლოკიდან” – რადას დეპუტატი. 2020 წლის მარტში რადას ერთ-ერთ სხდომაზე მან უხეშად მიმართა ზელენსკის – მამაცობა გამოიჩინე და დატოვე პრეზიდენტის პოსტი. ზელენსკი ტრიბუნიდან მასთან სასესიო დარბაზში ჩამოვიდა – უცნობია მათი საუბრის შინაარსი, მაგრამ მას შემდეგ პრეზიდენტს მისთვის ხელი აღარ ჩამოურთმევია. შარშან ევროპის საბჭოში გამოცხადდა მაისურით, წარწერით “პუტინი=ჰიტლერს”, მიუხედავად ამისა, დღემდე კრემლის ცენტრალური ტელეარხების ხშირი სტუმარია – რაც კომენტარს არ საჭიროებს. ასე რომ ქართული და უკრაინული მეხუთე კოლონის დუეტი in action „ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება