fbpx

ვინ იცოდა გიორგი გახარია 2013 წელს – და რა “იპოსტასში” ჩასცხო მან ზურგში დანა უკვე 2021 წელს ბიძინა ივანიშვილს, მისივე დაბადების დღეზე-დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი: ვინ იცოდა გიორგი გახარია 2013 წელს – და რა “იპოსტასში” ჩასცხო მან ზურგში დანა უკვე 2021 წელს ბიძინა ივანიშვილს, მისივე დაბადების დღეზე დავით ქართველიშვილი: შილაფლავის სუნი ასდის დღეს გახარიას პარტიას. ქართველი ხალხი ბრძენია და დღეს უმეტესობა თავის მადლიერების გრძნობას ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს უფრო უკავშირებს, ვიდრე მოღალატე გახარიას “წლისთავს” „ვერ გათვალეთ – რომ ღარიბაშვილი/კობახიძის წარმატებულმა დუეტმა არა თუ არ დაშალა პარტია, არამედ ის 10%-იანი მოსალოდნელი დეფიციტიც დაფარა, რაც გახარიას ღალატით მიაყენეთ ოცნებას – და 2021 წლის არჩევნებმა ისევ იმ ნიშნულამდე დააბრუნა ოცნების ნდობა ამომრჩეველში“ – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი მისი თქმით გიორგი გახარიამ ჭორების გავრცელებით დაიწყო, როცა ამბობდა “ბიძინას პროექტი ვარო, ნუ შეშინდებით” – რათა ოცნებისთვის ხმების მაქსიმალური რაოდენობა წამოეღო. „ესეც წლისთავი. პოლიტიკური…არა გარდაცვალებისა, არამედ – სიკვდილის. ვინაიდან ღალატის გზით გარდაცვალება არც სააქაოში და არც საიქიოში არა ფასდება. დღეც როგორი შეურჩევია – “ტალახიდან თავადობამდე” ვინც აგამაღლა – იმის დაბადების დღე. ვინ იცოდა გიორგი გახარია 2013 წელს – და რა “იპოსტასში” ჩასცხო მან ზურგში დანა უკვე 2021 წელს თავის მამა/მარჩენალ ბიძინა ივანიშვილს, მისივე დაბადების დღეზე. რით დაიწყო – ჯერ ჭორების გავრცელებით: “ბიძინას პროექტი ვარო, ნუ შეშინდებით” – რათა ოცნებისთვის ხმების მაქსიმალური რაოდენობა წამოეღო თავის მოღალატეებით და კოლაბორაციონისტებით გავსებულ პარტიაში. მერე სააკაშვილთან ერთდროული და “შემთხვევითი” ამერიკული ვოიაჟის დროს – მოკლე და გრძელვადიანი თანამშრომლობის დეტალები რომ დააზუსტეთ. ამ შეთანხმების თანახმად, გაუქმებული, მაგრამ დაანონსებული “სარეფერენდუმო” 43%-იანი ნიშნულისთვის – თამასა რომ უნდა ჩაგეწია და ამით მითიური “ვადამდელი” არჩევნებისთვის – საფუძველი ჩაგეყარა. ვერ გათვალეთ – რომ ღარიბაშვილი/კობახიძის წარმატებულმა დუეტმა არა თუ არ დაშალა პარტია, არამედ ის 10%-იანი მოსალოდნელი დეფიციტიც დაფარა, რაც გახარიას ღალატით მიაყენეთ ოცნებას – და 2021 წლის არჩევნებმა ისევ იმ ნიშნულამდე დააბრუნა ოცნების ნდობა ამომრჩეველში. გასაგებია, რომ გახარიას ღალატმა თბილისში მეორე ტური გამოიწვია, გასაგებია, რომ რამდენიმე საკრებულოში სააკაშვილის საკნიდან გაცემული ბრძანება პირნათლად შეასრულეთ და თვით ნაცებშიც კი – თქვენმა ამ “მოულოდნელმა” ალიანსმა დიდი კითხვები გამოიწვია: როგორ ჩაბარდა ისტორიულ მეხსიერებას მაკო გომურისა და თვალთხარია გახარიას, ია კერზაიასა და მისი მკვლელი გახარიას ამბები. დღეს რუსთავის არჩევნების მოლოდინშია უკვე გახარია, სადაც ნაცებთან ერთად მორიგი “გამარჯვებისთვის” ემზადებიან, რაც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებშიც მათი გარდაუვალი მარცხით დასრულდება. გავიდა წლისთავი. შილაფლავის სუნი ასდის დღეს გახარიას პარტიას, არც პანაშვიდს უხდის ვინმე – რადგანაც ესეც გარდაცვლილთა და არა მკვდართა ხვედრია. ქართველი ხალხი ბრძენია და დღეს უმეტესობა თავის მადლიერების გრძნობას ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს უფრო უკავშირებს, ვიდრე მოღალატე გახარიას “წლისთავს” – მაგრამ ამასაც უნდა შევეხოთ, ამათ შორის თვალსაჩინო უფსკრულის წარმოჩენის მიზნით“- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება